1 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისში ZEG ფესტივალი გაიმართა

ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის ფარგლებში, 2023 წლის ივნისში, თბილისში, პირველად European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება. საქართველოში ჩამოვლენ და ღონისძიებას დაესწრებიან ჟურნალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტები, ექსპერტები, აქტივისტები, როგორც მთელი ევროპიდან, ასევე მსოფლიოს სხადასხვა წერტილიდან. სტუმრები აქტიურად ჩაერთვებიან და თავიანთ წვლილს შეიტანენ ZEG-ის პანელებსა და დისკუსიებში.

 

„ჩვენთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ZEG-ის ფესტივალის ფარგლებში ევროპის პრესის დაჯილდოების ცერემონია მშვენიერ თბილისში ჩავატაროთ. საქართველო არის ევროპული კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინზე და ხშირად სწორედ ამიტომ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო ზეწოლის ქვეშ იმყოფება. გამორჩეული ჟურნალისტიკა, როგორც ეს წლების განმავლობაში პრესის პრემიაზეც გამოჩნდა, ხშირად სწორედ ასეთი ზეწოლის ქვეშ და ამის გამო იქმნება, ამიტომ თბილისი არის ადგილი, სადაც უნდა და გვინდა, რომ ვიყოთ!” - განაცხადა European Press Prize-ის დირექტორმა თომას ვან ნეერბოსმა.

 

15 ოქტომბერს, თბილისში ამბრის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ZEG Tbilisi Storytelling Festival, Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ის მიერ დაფუძნებული, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში. წელს ფესტივალის ფოკუსში უკრაინის ომი და მისი გავლენა იყო მსოფლიოზე. საით მიჰყავს უკრაინას თანამედროვე სამყარო და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები და შეხვედრები, საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, მიზნად ისახავდა უკრაინის ომის შედეგების გაანალიზებას, გლობალური პერსპექტივით გააზრებას და  ცვლილებებისთვის საჭირო იდეების ინსპირაციას.  ფესტივალმა უმასპინძლა 20-ზე მეტ მომხსენებელს, რომლებიც აქტიურად აშუქებენ მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. სტუმრებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა  „კოლონიალიზმის გადაფასება“, „რა ხდება დასავლური საინფორმაციო სივრცის მიღმა“, „ვის მხარეს არის ტექნოლოგიები ომში?“, „დავიწყებული ომები და ღია ჭრილობები“ და ა.შ.

 

ღონისძიების მომხსენებლები იყვნენ მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები, მათ შორის MOBY Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე საად მოჰსენი, Audible-ის კრეატიული განვითარების უფროსი დირექტორი მართა ლიტლი, ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ კორპი, Ukrainska Pravda-ს აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი ბობორიკინი, პულიცერის პრემიის ფინალისტი და WSJ კორესპოდენტი იაროსლავ ტროფიმოვი, უკრაინელი ფილოსოფოსი და UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი ვოლოდიმირ ერმოლენკო, რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი ნატალია სედლეცკა, Center for Civil Liberties-ის დირექტორი ოლექსანდრა მატვიჩუკი, რომლის დამსახურებითაც, მივისე ორგანიზაციამ, ახლახან ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა, ასევე, The New Yorker-ის, Financial Times-ის, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტები.

 

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:

·         Webpage 

·         Facebook

·         Facebook event

·         Instagram

·         Twitter

·         Youtube

 

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლება, თიბისი, აჭარა ჯგუფი, D Block, ჟუჟუნა ღვინო, Windfor’s.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...