1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მინი აგურმა“ სამშენებლო აღჭურვილობის უნიკალური სათამაშო შექმნა

საქართველოს ბანკი საინტერესო წამოწყებების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის  ჩართულობით კომპანია „მინი აგურმა“ ბავშვებისთვის უნიკალური სათამაშო შექმნა, რომელიც სამშენებლო მასალებისგან იწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება 40 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 30 000 ლარს შეადგენს.

„სათამაშოს შექმნის იდეა სამეგობროში ლეგოს კონსტრუქციების აწყობით დაიბადა. თავდაპირველად სამოყვარულო დონეზე გავაკეთეთ. პოზიტიური გამოხმაურების შედეგად კი რეალურ ბიზნესად ვაქციეთ. ჩვენს სათამაშოებს 4 წლის ასაკიდან მოიხმარენ, თუმცა ასაკობრივი ზღვარი საკმაოდ ფართოა, რადგან დაინტერესებას მხოლოდ ბავშვებში არ იწვევს. ასეთი პროდუქტი უნიკალურია და საქართველოში პირველია, საკმაოდ აქტუალური ხდება დღითიდღე პროდუქტი.  ყოველთვიურად 300 ცალი სათამაშო იყიდება. აქ არის სრულიად სამშენებლო აღჭურვილობის მინიატურული მოდელები, რითიც მომხმარებელს რეალური შეგრძნების მიღება შეუძლია. ჩვენი სათამაშოების შეძენა, როგორც მაღაზიაში, ასევე, ონლაინ არის შესაძლებელი. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შევძელით დანადგარისა და აღჭურვილობის, ასევე, საწარმო ინვენტარის შეძენა“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, მიხეილ გეგუჩაძემ.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ისეთი უნიკალური სათამაშო შეიქმნა, როგორსაც კომპანია „მინი აგური“ აწარმოებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მსგავს პროექტებს გვერდში დავუდგეთ და მათ წარმატებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ. კომპანია სამომავლოდ ასორტიმენტის გაფართოებას და გლობალური ბაზრის ათვისებას გეგმავს, გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მათ განვითარების შემდგომ გზაზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...