1 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ივლისში ეკონომიკის ზრდამ 9.7% შეადგინა, რაც შესაბამისობაშია სრული 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის 10%-ზე მეტი მაჩვენებლის მოლოდინთან. სავალუტო შემოდინებები ძლიერია, ფისკალური სტიმული კი, ივლისში შედარებით გააქტიურების ფონზე, ჯამურად მნიშვნელოვნად უარყოფითია. საბანკო დაკრედიტების კუთხით, ივლისი სუსტი იყო, თუმცა გასათვალისწინებელია კორპორატიულ სეგმენტში დავალიანების წინმსწრებად დაფარვის ზეგავლენა.

 

წინა კვირაში, ასევე, აგვისტოს სამომხმარებლო ფასების ინფლაციის დინამიკაც გამოქვეყნდა. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, წლიური ინფლაცია 11.5%-დან, 10.9%-მდე შემცირდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ივლისისაგან განსხვავებით, ფასების წლიური ზრდის ტემპის შენელება წინა წლის საბაზო ეფექტით არ იყო გამოწვეული. არამედ, უკვე აგვისტოში ივლისთან შედარებით პრაქტიკულად ნულოვანი ინფლაცია დაფიქსირდა.

 

მოლოდინების კუთხით, მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ აქვს. წლის ბოლოს, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია დაახლოებით 7.4%-ით ან, თიბისი კაპიტალის აზრით, შესაძლოა უფრო ნაკლები მაჩვენებლითაც კი განისაზღვროს. ეს, აგვისტო-დეკემბრის პერიოდში, ფასების სეზონური მატების გამორიცხვით, დეფლაციას გულისხმობს.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დინამიკის ცვლილება ჯერჯერობით უფრო იმპორტული პროდუქციის ფასების შემცირებით არის გამოწვეული, რადგან გაანგარიშებულ ადგილობრივ ინფლაციას შედარებით განსხვავებული დინამიკა აქვს. თუმცა, როგორც ეს თიბისი კაპიტალის ეკონომიკის შესაძლო გადახურების თემაზე თემატურ პუბლიკაციაშია აღნიშნული, არ ვფიქრობთ, რომ ჯამური ინფლაციის მოსალოდნელი შემცირების ფონზე, სამომხმარებლო კალათის გარკვეული, მნიშვნელოვანი ნაწილის ფასების ცვლილება არსებითად განსხვავებული იქნება.

 

გაეცანით პუბლიკაციას სრულად ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...