1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„საბა“ 2022-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 82 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა.

 „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსისთვის საიუბილეო თარიღია, ის მეოცედ ტარდება. 

2022 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

 

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

 

1.       მაია ბადრიძე, რობერტ მუზილის „ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა“ (დიოგენე)

2.       კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი)

3.       დალი იაშვილი, მარსელ პრუსტის „შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში“ (არტანუჯი)

4.       დავით კაკაბაძე, არტურ შნიცლერის „კაზანოვას დაბრუნება“ (სეზან ფაბლიშინგი)

5.       ლანა კალანდია, ხავიერ მარიასის „ბერტა ისლა“ (ინტელექტი)

6.       გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი: წიგნი მეორე“, (სულაკაურის გამომცემლობა)

7.       ნათია მერებაშვილი და მარიამ წიკლაური, იოჰან ლუდვიგ რუნებერგის „მედროშე სტოლის ნაამბობი” (MTP)

8.       მაია ფანჯიკიძე, პეტერ ჰანდკეს „მორავული ღამე“ (ინტელექტი)

9.       თაკო ჭილაძე, ჰენრი ფილდინგის „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“ (არტანუჯი)

10.   ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, პიტერ კერის „კელის საძმოს უტყუარი ამბავი“ (დიოგენე)

11.   პაატა ჯავახიშვილი, მატიას ენარის „კომპასი“ (დიოგენე)

თამარ ჯაფარიძე, ბერნარდინ ევარისტოს „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი” (პალიტრა L)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...

  • 12:47

    სასტუმრო „რაბათი“ ახალციხეში - გაიცანით თიბისის მხ...

    ახალციხის ციხეზე სტუმრობისას, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ მასთან ახლოს მდებარე, ფერადი, მოჩუქურთმებული შენობა. ეს სასტუმრო „რაბათია“, რომელიც უკვე, ერთი წელია მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოე...

  • 18:31

    როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა - TechXplore...

    თიბისის ტექჰაკათონმა სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და გუშინ 20 ოქტომბერს გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა.    ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდებმა შექმნეს მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ...

  • 16:19

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად თი...

    თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 25 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო...