0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ADB-იმ თიბისის, მსოფლიოში წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის, ჯილდო გადასცა

აზრიის განვითარების ბანკმა - ADB, თიბისის, მსოფლიოში წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის, ჯილდო გადასცა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში გაიმარჯვა.

აღნიშნული ჯილდო თიბისიმ საერთაშორისო ვაჭრობის თანმხლები რისკების ეფექტურად შემცირებისთვის და Covid 19-თან დაკავშირებული, წარმატებით განხორციელებული ტრანზაქციისთვის მოიპოვა.

„ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, რომ თიბისის განხორციელებული ტრანზაქციებიდან, მსოფლიოში საუკეთესოდ სწორედ Covid 19-თან დაკავშირებული დასახელდა. ეს სრულიად ახალი სტატუსია თიბისითვის და არსებულ რეალობაში ყველაზე საამაყოც. ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში გამარჯვება. გასულ წლებში, აღნიშნულ კატეგორიაში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს მფლობელები ისეთი საერთაშორისო ბანკები ხდებოდნენ, როგორებიცაა: Standard Chartered Bank, Citibank და სხვები. გამოწვევბითა და სირთულეებით სავსე პერიოდში, თიბისიმ მოახერხა კოორდინირებულად და ეფექტურად ემუშავა ადგილობრივ თუ საერთაშრისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გარიგებებისა თუ ტრანზაქციების განხორციელება არ შეფერხებულიყო. ასეთი დროული რეაგირება და მხარდაჭერა ზუსტად გამოხატავს თიბისის მისიას - გაუმარტივოს პარნტიორებს ცხოვრება და ბიზნესპროცესები. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, თიბისი ლიდერი ბანკია, რომელიც ყველაზე მსხვილი კაპიტალის მოცულობით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას უზრუნველყოფს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დაჯილდოების ფარგლებში, თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან მეორე ჯილდოც მოიპოვა და ტრანზაქციების რაოდენობის დამსახურებით, საქართველოში ADB-ის წამყვან პარტნიორ ბანკად ზედიზედ უკვე მეშვიდედ დასახელდა. თიბისიმ 2020 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა.

ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა (TSCFP), საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და რეგიონის მდგრადი განვითარების მიზნით, პარტნიორ ბანკებზე გარანტიებსა და სესხებს გასცემს. 2009 წლიდან დღემდე, პროგრამამ ჯამურად 47.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 33093 ტრანზაქცია განახორციელა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...