0 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლუდ „ნატახტარს“ ახალი გემო აქვს

 

ლუდი „ნატახტარი“ 2021 წლის ლუდის სეზონს განსაკუთრებული ცვლილებებით ხვდება.

ბრენდი „ნატახტარი“ ინოვატორია, რომელიც ქართულ ლუდის ბაზარს ყოველწლიურად  სიახლეებს სთავაზობს.

ბოლო წლების განმავლობაში, ბრენდმა თავისი ქოლგის ქვეშ სამი ფუნქციონალურად განსხვავებული ქვებრენდი წარმოადგინა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იყო ჩამოსხმული და სხვადასხვა რეცეპტითა და ინგრედიენტების საინტერესო სინთეზს წარმოადგენდა, რომელიც ლუდის სრულიად ახალი გემოების გასინჯვის საშუალებას აძლევდა ადამიანებს.

აღსანიშნავია „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებითა და აფორიზმებით დამშვენებული „ნატახტრის“ სპეციალური გამოშვება, ასევე შეზღუდული რაოდენობით. ამ ინიციატივის დახმარებით, ბრენდმა ადამიანებს საყვარელ ლუდთან ერთად, შოთა რუსთაველის აფორიზმები გაახსენა და არაერთხელ მოიპოვა აღიარება საერთაშორისო კონკურსებზე.სწორედ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ინოვაციებისა და ექსპერიმენტების ლოგიკური გაგრძელებაა ლუდი „ნატახტრის“წარმოების ახალი ტექნოლოგიის - გახანგრძლივებული ფერმენტაციის დანერგვა, რომლის გამოყენებითაც მიღებულია „ნატახტრის“ ახალი, ხავერდოვანი გემო, რომელიც განსაკუთრებული ალაოსა და არომატული სვიის საუკეთესო კომბინაციით მიიღება.

ახალი გემო ადამიანების მოთხოვნილებების გულისყურით მოსმენით დაიწყო და მრავალი თვის კვლევების, ინგრედიენტების შერჩევისა და და გემური თვისებების შეფასების მრავალი ეტაპისგან შედგებოდა. შედეგით „ეფეს საქართველოში“ ძალიან ამაყობენ და დარწმუნებულები არიან, რომ მათი შრომა ლუდის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.

„მსოფლიო სწრაფად იცვლება. ეს კარგად დავინახეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში: შეიცვალა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილი, ჩვენი აღქმა და გემოვნებაც იცვლება. ბრენდებმა უნდა აუბან ფეხი ამ ცვლილებებს და თუკი მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროება დგება, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა განვვითარდეთ. სწორედ ასე მივუდექით ბრენდ „ნატახტარს“ - ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ, მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიიღონ ლუდის მოხმარებით და თუკი ამისათვის ცვლილებებია საჭირო, ეს ყოველთვის მისასალმებელია.

„ნატახტრის“ ამოსავალი წერტილი ყოველთვის ადამიანი იყო. ადამიანი, რომელსაც ლუდი „ნატახტარი“ თავისად მიაჩნია. სწორედ ამ ადამიანებისთვის არის ეს ცვლილება და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით განვითარებას და წინსვლას, რადგან ერთ ადგილას გაჩერება დღეს უკანსვლის ტოლფასია. ამიტომ, გირჩევთ გასინჯოთ ლუდი „ნატახტრის“ ახალი ხავერდოვანი გემო და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები,“-ამბობს„ნატახტრის“ მარკეტინგის მენეჯერი,ანა ქარჩავა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...