0 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერასგანაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ 4 საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს - ლისის, დადიანისა და ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიებზე ახორციელებს.

 

ბანკის ფინანსური მხარდაჭერა, რაც 13 მლნ ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით გამოიყო. მიმდინარე პროექტები 10,000 და 5,000 კვ.მ.  4 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში აშენდება 44 ბინა. პროექტი კი 120 ადამიანს დაასაქმებს.

 

გარდა ამისა, პარტნიორობის ფარგლებში სამომავლოდ იგეგმება ნუცუბიძის ქუჩაზე, 51,000 კვ.მ. ტერიტორიაზე 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის ჯამური ინვესტიციაც 13 მლნ აშშ დოლარია.

 

კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული არაერთი სამშენებლო პროექტი- მეტრეველის, ბერბუკის, მიცკევიჩის, ცაგარელისა და დადიანის ქუჩებზე. მიმდინარე პროექტია  ავლაბარში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 3500 კვ.მ-ზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. 

 

აღსანიშნავია, რომ „აპექს დეველოპმენტის“ მიერ აშენებულ კორპუსებს ეკომეგობრულობა, მაღალი თბო და ხმის იზოლაცია გამოარჩევს.


„საქართველოს ბანკი უკვე წლებია სამშენებლო სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს. ბანკს ამ მხრივ პარტნიორებთან ერთად არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული. სექტორის მხარდასაჭერად და საუკეთესო პირობებით უზრუნველსაყოფად, ჩვენ არაერთი სიახლე დავნერგეთ. არსებული შედეგები კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ბანკი  საიმედო პარტნიორია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ„აპექს დეველოპმენტის“სამომავლო განვითარებასადა კიდევ უფრო გაძლიერებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ  ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“,- განაცხადაგიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურებისსექტორის უფროსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...