0 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ნამახვანჰესის გზშ ანგარიშის აუდიტს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანია Ramboll განახორციელებს

 

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის აუდიტს დამოუკიდებელი კონსულტანტი, საერთაშორისო კომპანია „რამბოლი“ (Ramboll) განახორციელებს.

“რამბოლი“ მაღალი რეპუტაციის მქონე მულტინაციონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1945 წელს დანიაში დაარსდა. მას ჰიდროენერგეტიკის სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჰიდროენერგეტიკის ყველა ასპექტს, მაშ შორის - ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთა მომზადებასა და აუდიტს.

კომპანია „რამბოლი“ დამოუკიდებელი კონსულტანტის როლში განიხილავს პროექტის შესაბამისობას არსებულ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან. იგი პირველი კლასის ევროპულიფინანსური ინსტიტუტის სახელით მოქმედებს. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ სტაბილურობას, ასევე იღებს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიას, რომელიც როგორც სოციალურ და გარემოსდაცვით მდგრადობას, ასევე უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობას ეხება.

ნამახვანის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის კუთხით დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობა საერთაშორისო ნდობის კიდევ ერთი დასტური და გარანტიაა იმისა, რომ ინვესტორი კომპანიის გსზშ (გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების)  ანგარიში, ისევე, როგორც ნებართვები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით - ეკვატორის პრინციპებს (Equator Principles)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...