საზოგადოება
გაინტერესებთ, რატომ აიკრძალა მძღოლის გვერდით დაჯდომა მანქანაში? - ნახეთ, რა პასუხი აქვს ამაზე გამყრელიძეს
2020-04-01 15:22:21
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო პირობების გათვალისწინებით, აიკრძალა 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ამასთან, ავტომობილით მხოლოდ სამი მგზავრის გადაადგილებაა შესაძლებელი. მათგან ერთ-ერთი მძღოლია.
მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომა იკრძალება.
ამ აკრძალვის მიზეზებს „პრაიმტაიმთან” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს:
„მგზავრის ჯდომა წინ მომატებული საფრთხეა მძღოლისთვის. შეიძლება დაუჯდეს ვინმე ინფიცირებული და ამიტომ არ შეიძლება. მეორე მხრივ, ხომ შეიძლება მძღოლი იყოს ინფიცირებული. უფრო მეტად ეს რეკომენდაცია მძღოლისთვის იქნა გაცემული”
კომენტარები