საზოგადოება
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო, ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
2020-04-01 11:51:06
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ო.ა. დამნაშავედ ცნო, ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ა.-მ 2018 წლის მაისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით წინასწარი შეცნობით 15 წლის გოგონასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი და გარყვნილი ქმედება განახორციელა.
სამართალდამცველებმა ო.ა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 21 ივლისს თბილისში დააკავეს. მას 5 ეპიზოდზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლთან სქესობრივი კავშირის დამყარება, ხოლო 2 ეპიზოდზე 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
კომენტარები