2 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს პარტნიორისგან საქმიანი წინადადება მიიღოთ. სწორედ ამ წინადადების წყალობით, ფინანსურ წარმატებას მიაღწევთ. სავარაუდოდ, იწყება თქვენი ოცნებების ასრულების პერიოდი. გამორიცხული არ არის გავლენიანი ადამიანების გამოჩენა, რომლებიც მნიშვნელოვან საქმეში დაგეხმარებიან.
კურო
მომაბეზრებელი ერთფეროვნება მამაკაცებს აიძულებს, რომ ახალი თაგადასავლები ეძებონ. ნუ აჩქარდებით -ახალი ნაცნობობა მომავალში უამრავ პრობლემას შეგიქმნით. გამორიცხული არ არის საინტერესო საქმიანი წინადადება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარიგების დადების დროს წინდახედულება გამოიჩინოთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სტუმრების ვიზიტი ან ფულადი შემოსავალი, რომელიც დაგროვილ პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ნუ აჩქარდებით – ახალი კონტაქტების დამყარებისთვის არახელსაყრელი დროა. სამსახურში მოსალოდნელია ხელმძღვანელობის მხრიდან საინტერესო წინადადება. ფინანსური ხელშეკრეულების გაფორმების დროს დიდი სიფრთხილე და ყურადრება გმართებთ.
ლომი
ვარსკვლავები დიდი ხნის ოცნების ასრულებას გპირდებიან. სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს მიიღებთ დიდი ხნის შრომის შედეგს. გამორიცხული არ არის, გავლენიანი მფარველების გამოჩენა, რომლებიც შეუცვლელ დახმარებას გაგიწევენ, თუმცა წინ უამრავი დაბრკოლება და წინააღმდეგობა გელით. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისთვის.
ქალწული
ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, რაც ძალიან მოგეწონებათ. დაძაბული შრომა სასურველ შედეგს მოგიტანთ. კარგი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. ოჯახის წევრები თქვენს მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს და მზრუნველობას გამოიჩენენ.
სასწორი
არახელსაყრელი დღეა. ნუ დანიშნავთ შეხვედრებს, რადგან სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. ახლობლებთან თქვენი დამოკიდებულება გაუმართლებელი უხეშობით გამოირჩევა. ეცადეთ ემოციები მოთოკოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. დიდია დაავადების ან უბედური შემთხვევის რისკი.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ცოდნის მიღების, ლოცვისა და მედიტაციისთვის. კარგი იქნება თუ რელიგიურ ლიტერატურას წაიკითხავთ და უპოვარ ადამიანებს დაეხმარებით. ნათესავები თქვენს დახმარებას საჭიროებენ – მოსალოდნელია დაავადება. ნუ დაივიწყებთ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.
მშვილდოსანი
აქტიური დასვენებისთვის ხელსაყრელი დღეა. უსიამოვნო ცნობა გაიძულებთ საფრთხის პირისპირ დადგეთ და საკუთარი ინტერესები დაიცვათ. ძვირფასი ადამიანის მიმართ დაუფიქრებელი მოქმედება ან უთანხმოება შესაძლოა დიდი უსიამოვნების მიზეზი გახდეს, რომელიც ოჯახში დიდი კონფლიქტით დასრულდება.
თხის რქა
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ აზარტთან და რისკთან დაკავშირებუილ საქმეებს. წარმატებას მხოლოდ კარგად დაგეგმილი და გათვლილი მოქმედებები მოგიტანთ. დახმარების იმედი ნუ გექნებათ – ყველა საქმეს თავად უნდა გაუმკლავდეთ. პროფესიულ საქმეებში აქტიურობას ფინანსური ზარალი ან ავტორიტეტის დაცემა მოჰყვება. ნუ აჩქარდებით და ეცადეთ, ემოციები მართოთ.
მერწყული
ფრთხილად იყავით – ტყუილის, ილუზიების და ცდუნებების დღეა. პირადი მტრები არ გყავთ, თუმცა მოსალოდნელია აგრესია უცნობი ადამიანების მხრიდან. კოლეგებთან და უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში თავშეკავება გამოიჩინეთ. ერიდეთ ზედმეტად აქტიურ ადამიანებს და სხვისი გავლენის ქვეშ ნუ მოექცევით.
თევზები
არახელსაყრელი დღეა. ნუ დანიშნავთ შეხვედრებს, რადგან სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. ახლობლებთან თქვენი დამოკიდებულება უპატიებელი უხეშობით გამოირჩევა. ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. დიდია დაავადების ან უბედური შემთხვევის რისკი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...