მსოფლიო
“პანორამა თბილისის” მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა – რა მოხდა შემთხვევის ადგილზე
2019-04-16 18:47:58
პანორამა თბილისის მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს, დაახლოებით, 30 წლის ახალგაზრდას ფეხი აქვს მოტეხილი.
რუსთაველის გამზირზე, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამი მუშა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთი დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, ხოლო ორი კი – ამტელში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ვიდეოკადრებში, რომელიც სოცქსელის მომხმარებელმა გაავრცელა, ჩანს, რომ მუშებს არ ჰქონდათ სპეციალური აღჭურვილობა.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები