მსოფლიო
როდის ჩადგება ქარი? - სინოპტიკოსების განცხადება
2019-02-19 17:09:32
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 თებერვალს დღის ბოლომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი.
სინოპტიკოსების ცნობით, ქ.თბილისში დღის ბოლომდე იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 20-25მ/წმ, ხოლო ქალაქის გარეუბნებში 28 მ/წმ-ია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
"20 თებერვალს ღამისა და დილის საათებში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს.
20-21 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს.
21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება"- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები