საზოგადოება
ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
2019-01-21 21:04:53
ვარკეთილის დასახლებაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა.
აღნიშნულ დასახლებას ბუნებრივი აირით შპს "ვარკეთილაირი" ამარაგებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო და თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
კომენტარები