მსოფლიო
16-17 იანვარს საქართველოში ამინდი გაუარესდება
2019-01-14 15:32:18
16-17 იანვარს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
"16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი,17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს,"- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარები