მსოფლიო
სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით 26 წლის, ახალნამშობიარები გოგო გარდაიცვალა
2019-01-12 19:33:40
სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსი ღუდუშაურის საავადმყოფოში 26 წლის გოგო გარდაიცვალა .
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, გოგონას ერთი კვირის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, გაწერის შემდეგ კი ის დაბალი ჰემოგლობინით გამოკვლევებზე ღუდუშაურში გაუშვეს, თუმცა მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ძალიან მალე გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალგაზრდა ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინჯი აღებული არ არის, დადასტურებულად შეუძლებელია ითქვას, რომ ის ე.წ. ღორის გრიპით არის გარდაცვლილი.
კომენტარები