მსოფლიო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ სვანეთში კერძოდ კი თეთნულდისა და ჰაწვალის სათხიამურო არეალს ოფიციალურად 22 დეკემბერს გახსნის.
2018-12-21 13:33:37
კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს. თეთნულდზე არის 4 საბაგირო (6 ადგილიანი სავარძილის ტიპის) და 30 კმ-ნი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის. კურორტის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება .
სპეციალისტების დასკვნით , თეთნულდი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს . სათხილამურო პერიდი კი 6-7 თვემდე იქნება.
კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტზე ორი საბაგიროა, ღია სავარძლის ტიპის და 7 კმ-ნი 5 სათხულამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან. საბაგირო რეკორდულ დროში აშენდა და გასულ წელს შევიდა ექსპლუატაციაში.
სვანეთის 5 სოფელში: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში ფუნქციონირებს მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას.
ჰაწვალი
საბაგიროს რაოდენობა - 2 საბაგირო
სასრიალო ტრასის რაოდენობა - 3 სასრიალო გზა
სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე - 7 კმ
5 მცირე ზომის საბაგირო : ეცერში, უშხვანარში, მაზერში , უშგულსა და ლენტეხში.
კომენტარები