საზოგადოება
ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს - წაღებულია 50 000 ლარი
2018-12-21 10:53:08
ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში თხილის ქარხანა "თურალ გრუპი" დააყაჩაღეს. წაღებულია 50 ათასი ლარი და ნაცემია ერთ-ერთი თანამშრომელი. როგორც ქარხნის მენეჯერი აცხადებს, სამი ნიღბიანი პირი შენობაში იარაღის მუქარით შეიჭრა.
"მოულოდნელად შემოვარდნენ ყვირილით, ძირს დააწვინეს ერთ-ერთი თანამშრომელი და იარაღი ჩაარტყეს თავში. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აცხადებს მაია მიქავა.
შსს-მ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები