მსოფლიო
რა ფოტოს აქვეყნებს ნიკა რურუას ქალიშვილი მამის გარდაცვალების შემდეგ
2018-12-05 23:36:44
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა რურუას გარდაცვალების შემდეგ მისი ქალიშვილი ლიზა რურუა “ფეისბუქზე” მამასთან ერთად, ბავშვობაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, წარწერით: “ყოველთვის ჩემს გულში, მამა”
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. რურუა გარდაცვლილი საკუთარ სახლში, დედამ იპოვა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები