მსოფლიო
შეზღუდვები გზებზე-დიდთოვლობამ გუდაური-კობისა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზე პრობლემები შექმნა
2018-11-15 11:20:10
დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.
ფარავანის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვებია დაწესებული გუდაური-კობისა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზეც. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ამინდის გაუმჯობესების შემთხვევაში შეზღუდვები მოიხსნება.
კომენტარები