საზოგადოება
იტალიაში მყოფ ემიგრანტ დედას შვილი გარდაეცვალა - 19 წლის სოფო არაბული მანქანამ გაიტანა
2018-11-08 14:11:48
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ემიგრაციაში მყოფ დედას შვილი გარდაეცვალა.
როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, 19 წლის სოფო არაბული, რომელიც მალე 20 წლის გახდებოდა, ავარიას ემსხვერპლა. გოგონას მანქანა დაეჯახა.
ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა იტალიაში იმყოფებოდა ემიგრანტად და დაახლოებით 3-4 წლის უნახავი ჰყავდა შვილი.
“სოფოს დედა იტალიაში იყო, დაზუსტებით ვერ გეტყვით, დაახლოებით 3-4 წლის უნახავი ჰყავდა შვილი. სად და როდის მოხდა ავარია, არ ვიცით. ყველა შოკში ვართ და ვერ ვკითხულობთ, რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ მანქანა დაეჯახა. გასკდა გული ამ შემზარავი ამბით“, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ახლობელი.
კომენტარები