მსოფლიო
თბილისში ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
2018-11-07 11:36:00
ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია.
მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. დამწვარია 60 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი.
ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური. ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
კომენტარები