მსოფლიო
ტყიბულში მეშახტეები გაფიციცნენ
2018-11-02 15:07:23
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, „საქნახშირჯი-აი-ჯის" დაქვემდებარებაში არსებულ შახტებში, მეშახტეები გაიფიცნენ. ინფომაცია "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.
ხელფასების გაზრდა, სამუშაოები პირობების გაუმჯობესება და შრომითი ხელშეკრულების შესრულება - ეს ის მოთხოვნებია, რომლის შესრულებასაც გაფიცილები ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან იმყოფებიან.
პროფკავშირების წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, რომ 15-მდე ადამიანი შახტაში დარჩა და მიწისქვეშა პროტესტს აცხადებენ.
მისივე ინფორმაციით, ორშაბათიდან გერმანული კომპანია აპირებს ტყიბულში კვლევის ჩასატარებლად ჩასვლას.
კომენტარები