საზოგადოება
"სოფლიდან ჩამოსულ სტუდენტ ჯგუფელებთან კონტაქტი არ ჰქონდა" - ნახეთ,რას ყვებიან ჯგუფელები ბერას საცოლეზე
2018-09-24 12:58:01
ულ მალე ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ქორწილის გადახდას გეგმავენ. „ვხვდები, რომ საზოგადოება დაინტერესებულია ჩვენი ამბით, მაგრამ არაფრის გასაჯაროება არ მინდა,“ – ამბობს გუდავაძე.
ნანუკა გუდავაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. „თბილისელები“ ნანუკას ყოფილ თანაკურსელსაც დაუკავშირდა. მოდელის ჯგუფელი, თორნიკე ამბობს, რომ გუდავაძეს ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა ის ის „ზედ არავის უყურებდა“.
“ნანუკა არასოდეს ჰყვებოდა ოჯახის ამბებს. ლექციების შესვენების დროს, ერთ თანაკურსელ ბიჭთან ჩამოდგებოდა და საუბრობდა. თავად კარგად სწავლობდა და ის ბიჭიც საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული იყო. ერთად განიხილავდნენ ლექციების ამბებს. რაიონებიდან და სოფლიდან ჩამოსულ სტუდენტ ჯგუფელებთან კონტაქტი არ ჰქონდა.
ზოგადად, უნივერსიტეტში ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა, „გამარჯობასაც“ კი არ ეუბნებოდა. თავისებური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ არ ვამტყუნებ – ნანუკა ძალიან ლამაზი, გამორჩეული და დახვეწილი გოგოა და იცის თავისი ფასი, ამიტომ ბიჭები ვერც ეკარებოდნენ” – ამბობს გუდავაძის ჯგუფელი.
თბილისელები
კომენტარები