საზოგადოება
სექტემბრიდან მანდატურები მოსწავლეებს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ
2018-08-31 13:01:16
2018 წლის სექტემბრიდან სკოლებში მოსწავლეების შემოწმება მეტალოდეტექტორის გამოყენებით უნდა მოხდეს.
„ზოგადი განათლების შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2018 წლის 15 სექტემბრიდან შემოდის ტერმინი „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება“, რაც გულისხმობს - იმავე სქესის მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მეტალოდეტექტორის გამოყენებით ფიზიკური შეხების გარეშე ან/და ნივთის დათვალიერებას მეტალოდეტექტორის გამოყენებით".
კომენტარები