მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ საკორინთლოდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
2018-07-31 15:19:27
რუსმა ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან ვასილ სალამაშვილი გაიტაცეს.
ამ დროისთვის უცნობია, რა ვითარებაში გაიტაცეს ოკუპანტებმა ადგილობრივი. სალამაშვილი ოკუპანტებმა 27 ივლისს დააკავეს.
როგორც "რუსთავი2"-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პირი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
კომენტარები