საზოგადოება
ახალგაზრდები, რომლებიც და-ძმის პანაშვიდიდან ბრუნდებოდნენ, ავარიას ემსხვერპლნენ
2018-06-27 13:35:48
ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ 2 ოზურგეთელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ამის შესახებ “გურია ნიუსი” წერს.
როგორც ირკვევა ახალგაზრდები პანაშვიდზე იყვნენ. დაღუპული და-ძმის სამძიმრიდან თბილისისკენ მიმავალი მანქანა კი ავარიაში მოჰყვა. საქმე ეხება ოზურგეთელი და-ძმას ლალი და თემურ მახარაძეების პანაშვიდს, რომლებიც ოზურგეთში ბებიის დაკრძალვაზე მიდიოდნენ და გზაში ავარიისას 23 ივნისს დაიღუპნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გორში მოხდა. სხვა დეტალები უცნობია.
კომენტარები