საზოგადოება
ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი 51-ე სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს
2018-06-22 17:21:17
ხორავას ქუჩაზე მოკლული, ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი 51-ე სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს.
ადვოკატის, ხათუნა მაღლაკელიძის თქმით, დირექტორს, მანანა თურქაძეს სკოლაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიაში 51-ე სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძეც არის.
დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლები და ადვოკატები დაკითხეს.
კომენტარები