მსოფლიო
პარლამენტთან ავტომობილი პარკირებისას სახლის შიდა ეზოში ჩავარდა
2018-06-20 11:43:18
თბილისში პარლამენტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველ ფოტოებს ნეტგაზეთი აქვეყნებს . როგორც შსს-ში განაცხადეს, მძღოლმა პარკირებისას ვერ გაართვა ავტომობილის მართვას თავი, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის შიდა ეზოში ჩავარდა.
მძღოლს სხეულის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, გამოძიება სსკ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები