მსოფლიო
რუსთავში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები და ეზოები დაიტბორა - ვითარება ქალაქში
2018-06-02 16:20:53
ჩამოტვირთვა
რუსთავში ძლიერი წვიმის გამო მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად, ქალაქის ცენტრალური გზა დაიტბორა და მოსახლეობა გადაადგილებას ვერ ახერხებს.
დატბორილია შარტავას და დავით აღმაშენებლის გამზირები, მე-7 და მე-8, მე-12, მე-17, მე-19 მიკრორაიონები, ლეონიძის, თოდრიას, ტაშკენტის ქუჩები და კერძო დასახლება.
სანიაღვრე სისტემის გაწმენდას რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ. ძლიერი ნალექის შედეგად რამდენიმე უბანს ენერგომომარაგება შეუწყდა.
კომენტარები