საზოგადოება
„ჩემი ნათქვამი, რომ 10 ლარად 4 ბოთლი ზეთის ყიდვა შესაძლებელია, მართალი ყოფილა!“
2018-04-02 14:53:26
გუგული მაღრაძე სურათებს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში ზეთის სააქციო ფასი – 2,40 ლარი ჩანს და წერს.
„მადლობა ინფორმაციისათვის, დამამტკიცებელი საბუთებიც ამ ფოტოებით დაიდო, რომ ჩემი ნათქვამი რომ 10 ლარად 4 ბოთლი ზეთის ყიდვა შესაძლებელია, მართალი ყოფილა(ისე როგორც სხვა რამ რასაც ვამბობ ხოლმე, ) . თქვენთან ერთად ვიმედოვნებ რომ ამ “უმნიშნელოვანესი ” საკითხის გამო აღარ დაიტვირთება ძვირფასი საეთერო დრო.“
გუგული მაღრაძის ამ კომენტარს აღშფოთება მოჰყვა და მას კომენტარებში უწერენ, რომ ჩაბურული ჯიპებიდან ჩანს ისე, რომ ხალხი თითქოს გაბრწყინებულ ქვეყანაში ცხოვრებს.
კომენტარები