საზოგადოება
„რუსთავი 2"-ზე მომხდარი თავდასხმის დროს 6 დაკავებულიდან ერთი ხელწერილით გაათავისუფლეს
2018-03-20 13:58:48
„რუსთავი 2-ზე“ მომხდარი თავდასხმის დროს 6 დაკავებულიდან ერთი ხელწერილით გაათავისუფლეს, ორი პირი არამიანცის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. სამი მათგანის სასამართლო პროცესი კი ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.
ე.წ. ქართული მარშის წევრები "რუსთავი 2-ის" ოფისსა და ჟურნალისტებს თავს გუშინ დაესხნენ.
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ. ქართული მარში" გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.
კომენტარები