ჩეთბოტი ბიზნესისთვის თიბისი ბანკი ბიზნესების მხარდასაჭერად ახალ პროდუქტს ქმნის
2018-03-19 12:53:45
პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი ბიზნესებს ინოვაციურ პროდუქტს- “ჩეთბოტი ბიზნესისთვის” სთავაზობს და კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, Facebook მესენჯერში გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.
„ჩეთბოტი ბიზნესისთვის“ გაყიდვების არხია, რომლის საშუალებით სხვადასხვა კომპანიის მომხმარებლები მესენჯერის ჩეთიდან გაუსვლელად რამდენიმე წამში მიიღებენ ინფორმაციას სასურველი პროდუქტის, კომპანიის ლოკაციისა და სამუშაო საათების შესახებ და ჩეთშივე შეძლებენ სასურველი პროდუქტის შეძენას. მომხმარებლებს ბოტის მიერ შეთავაზებული პროდუქტის გაზიარება შეუძლიათ მეგობრებისთვის, ასევე ჩეთიდან გაუსვლელად.
ჩეთბოტი ბიზნესებისთვის აერთიანებს შემდეგ ფუნქციებს:
1. ელექტრონულიკომერცია - ელ. კომერცია ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა პროდუქტის შესაძენად. ეს ფუნქცია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, Facebook მესენჯერშივე შეიძინონ სასურველი პროდუქტი გადახდის ნებისმიერი ფორმით, ისევე როგორც ონლაინმაღაზიაში ნივთის შეძენისას.
2. ლოკაციისდასამუშაოსაათებისდადგენა- ავტომატიზირებული პასუხების საშუალებით მომხმარებელი თავიდან აირიდებს ქოლ-ცენტრში დარეკვას და მოლოდინის რეჟიმს.
3. საძიებოსისტემამეტათეგებით - მეტათეგები კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, კლიენტებს მისთვის ყველაზე რელევანტური შეთავაზება მიაწოდოს.
მომხმარებელი ერთი სიტყვის ჩაწერით შეძლებს მისთვის საინტერესო ყველა პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას.
ჩეთბოტის ფუნქციები ბიზნესებს მომხმარებლებთან ურთიერთობას გაუმარტივებს, შედეგად კომპანიის გაყიდვები, ცნობადობა და კლიენტების კმაყოფილების დონე გაიზრდება. მომხმარებლები კი სასურველი პროდუქტის შეძენას მარტივად, რამდენიმე წამში შეძლებენ.
ჩეთბოტის ბეტა ვერსია ბიზნესკლიენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, თუმცა პროდუქტის განვითარებისთვის მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს და მას უახლოეს მომავალში ბევრი ახალი ფუნქცია დაემატება.
„ჩეთბოტი ბიზნესისთვის“ სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ ვებგვერდზე http://www.businessbot.ge/, რის შემდეგაც მათ თიბისი ბანკის წარმომადეგენელი მათ ჩეთბოტის გააქტიურებაში დაეხმარება. (იმ შემთხვევაში თუ კომპანია არ ფლობს ანგარიშს თიბისი ბანკში, პროდუქტით სარგებლობისთვის საჭიროა ანგარიშის გახსნა).
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტ...
კომენტარები