საზოგადოება
მეტროსადგურ „დიდუბეში“ მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
2018-03-14 14:17:28
მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. როგორც თბილისის მეტროპოლიტენში განაცხადეს, მატარებელი მამაკაცს დაეჯახა.
„დიდუბე-გოცირიძის ღია მონაკვეთზე, აკრძალულ ზონაში, მოძრაობდა, სავარაუდოდ, შუა ხნის მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ მემანქანემ დროულად დაამუხრუჭა, მაინც მოხდა დაჯახება. ველოდებით პასუხს აღნიშნული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს თბილისის მეტროპოლიტენში.
მათივე ინფორმაციით, ადგილზეა სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა, რომელიც დაშავებულს პირველად დახმარებას უწევს.
კომენტარები