2 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და საფრანგეთის ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ეროვნულ სკოლას (ENSA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქალაქ  შამონიში,  საქართველოს   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და საფრანგეთის ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ეროვნული სკოლის (ENSA, Ecole Nationale de Ski et d’Alpinisme) დირექტორმა ერვე ჟოსერონმა ხელი მოაწერეს ENSA-სა და საქართველოს „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას“ შორის თანამშრომლობის შეთანხმებას. ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს  ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს მთის გიდთა ასოციაციის თავმჯდომარე და კონსორციუმ „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ გამგეობის წევრი დათუნა რაქვიაშვილი და თბილისის მედიათეკების გაერთიანების დირექტორი  გურამ ნიკოლაშვილი.

 

ENSA-სთან თანამშრომლობა, საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარებისა და ამ სფეროში საფრანგეთის მხარის გამოცდილების დანერგვის მიზნით, საფრანგეთში საქართველოს საელჩომ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, როდესაც  ეკატერინე სირაძე-დელონე ეწვია შამონის და შეხვდა სკოლის ხელმძღვანელობას. 2016 წლის ივნისიდან  საელჩომ,მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და საქართველოს სამთო გიდთა ასოციაციასთან თანამშრომლობით დაიწყო კონსულტაციები ENSA-სთან საქართველოში მთის გიდების საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებასა და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში დახმარებასთან დაკავშირებით. პარალელურად, ორმხრივი შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საფრანგეთის სპორტის სამინისტროსთან, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება ENSA.

 

ENSA უნიკალური დაწესებულებაა, რომელიც მოიცავს მთის სფეროში სწავლებისა და ექსპერტიზის სრულ პალიტრას. სკოლა წვრთნის და ამზადებს ალპური ზონის სათხილამურო ინსტრუქტორებს, მთის გიდებს, პარაგლაიდინგის სპეციალისტებს, ალპური ზონის მაშველ პატრულებს. მას სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს, აგრეთვე, მაღალმთიან და ალპურ ზონებთან დაკავშირებული იურიდიული ექსპერტიზის და და სამედიცინო კვლევის ფუნქციები. ENSA, ასევე, ითავსებს მთის სპორტის სახეობათა უმაღლესი საბჭოს (Conseil Supérieur des Sports de Montagne) მუდმივი სამდივნოს ფუნქციებსაც.

 

ENSA-ს მნიშვნელობას საქართველოსათვის ზრდის ის ფაქტიც, რომ სკოლა და მისი სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვანწილადაა ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ და სკოლა ყოველწლიურად ამზადებს ასობით უცხოელ მოთხილამირესა და ალპინისტს. ეს მხოლოდ ალპების რეგიონს (საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, იტალია და სლოვენია) არ შეეხება, სადაც გეოგრაფია აუცილებელს ხდის ალპების მოსაზღვრე სახელმწიფოების თანამშრომლობას.  ENSA-ს მჭიდრო კონტაქტები აქვს ასევე ანდებისა და ჰიმალაის მიმდებარე სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებთან და პროფესიულ ასოციაციებთან და სწავლების გარკვეულ ნაწილს ის ინგლისურ ენაზეც ახორციელებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...