2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ვისოლი“ საახალწლო აქციის ფარგლებში „ეკოს“ ავტოგასამართი სადგურის მომხმარებლების და კორპორაციული პარტნიორების სახელზე ბორჯომის ტყე-პარკში ნაძვის ხეებს დარგავს

„ვისოლი“ საახალწლო აქციის ფარგლებში 26 დეკემბერს „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურზე მოსული ყოველი მომხმარებლის და კომპანიის კორპორაციული პარტნიორების სახელზე ბორჯომის ტყე-პარკში ნაძვის ხეებს დარგავს და ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს 2008 წელს განადგურებული და ახლახანს ხელახლა გადამწვარი უნიკალური ტყის აღდგენას მოახმარს.

 

„„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ტრადიციული კორპორაციული საახალწლო საჩუქრის ნაცვლად, რომელიც ყოველთვის პრაქტიკული და ყველაზე საჭირო ნივთებით არის ხოლმე დაკომპლექტებული. წვლილი შევიტანოთ ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში, რადგან ახლა, ჩვენი აზრით, ყველაზე საჭირო ერთიანი ძალისხმევაა უნიკალური რეკრეაციული ზონის ხელახლა შესაქმნელად. ჩვენ ერთხელ უკვე ჩავერთეთ აქციაში „აღადგინე“ და პროექტის ავტორებთან თანამშრომლობით განვახორციელებთ საახალწლო აქციასაც. „ვისოლის“ კორპორაციული პარტნიორების გარდა, გვსურს ამ ინიციატივაში „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურის მომხმარებლებიც ჩავრთოთ, რადგან, ვფიქრობთ,  ეკოლოგიაზე ზრუნვა მათთან საერთო ღირებულებაა.“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

 

„ვისოლის“ გარემოსდაცვითი აქტივობები უახლესი ევროპული სტანდარტის - ევრო 6-ის საწვავის რეალიზაციის გარდა, 2007 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკოლოგიურად უსაფრთხო შეკუმშული გაზის შეთავაზებას, საწვავის ტრანსპორტირების, ნავთობტერმინალში განთავსების, დაღვრის და აორთქლების საწინააღმდეგო უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის განვითარებას და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების  ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მოიცავს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...