მსოფლიო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.
2017-12-12 11:39:57
დამსვენებლები ისარგებლებენ ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის „ნოდოს“ სათხილაურო გზით. 2000 მეტრიან სათხილამურო ტრასას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.
კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთოპატრული უზრუნველყოფს.
საბაგირო ყოველ დღე, 10:00-17:00 მდე იმუშავებს.
დიდველზე სულ არის ოთხი საბაგირო: ერთი გონდოლას ტიპის, ერთი სკამებიანი (ბაბლი), ერთი ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორორტზე არის 14 კმ-ნი 7 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა ტიპის მოთხილამურისთვის.
დიდველზე ღამეც შესაძლებელია სრიალი, დაამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ „ლედ განათებები“.
კომენტარები