მსოფლიო
პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
2017-12-10 17:34:13
ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის, ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, დაღუპულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
ჩამსხრეულია მინები გვერდით საცხოვრებელ სახლზე. ადგილზე იმყოფებიან ქალაქის მერი, ვიცე-მერი და სხვა ოფიციალური პირები. ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
ajaratv.ge გთავაზობთ ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან.
კომენტარები