2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვინ არის ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები პირველი ბილეთის მფლობელი

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი  მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს 2018 წელს ეწვევა. კონცერტი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება. მომღერალი და კომპოზიტორი  სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live.

 

ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები პირველი ბილეთის მფლობელი ცნობილია - 18 წლის ნუცა ბაქრაძე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიძღვნილ ფესტივალის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, მისივე ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან  https://www.facebook.com/liveblackpearl/  შეიტყო. მისთვის განსაკუთრებით საყურადღებო საკონკურსო კითხვა აღმოჩნდა:  მოიფიქრე პირველმა რომელი სოლო შემსრულებელი იმღერებს 26 მაისს! უბრალოდ  დაელოდა სასურველ დროს და ის იღბლიანი აღმოჩნდა, რომელმაც პირველმა ამოიცნო ფოტოზე  საყვარელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი.

 

„ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე. თავისუფალ დროს ვატარებ მეგობრებთან და ვუსმენ მუსიკას. საკმაოდ, იღბლიანი ვარ მართლა, რადგან ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები ბილეთის მფლობელი გავხდი. ხშირად მიმართლებს  სოციალურ ქსელში მიმდინარე გათამაშებებში. .პირდაპირ ეთერში ვუყურებდი გამარჯვებულის გამოვლენას და ძალიან გამიხარდა კონკურსში გამარჯვება, ჯეიმს ბლანტი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია და ხშირად ვუსმენ. გავიხსენებდი სიმღერებს Don't give me those eyes,Bartende... ნამდვილად, ბედნიერი ვარ, რომ  მის კონცერტს დავესწრები,“ – აღნიშნავს ნუცა ბაქრაძე, რომელიც ჯეიმს ბლანტის კონცერტისთვის უკვე ემზადება.

 

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზანები და 2018 წელს  რამდენიმე მსოფლიო ვარსკვლავის მოწვევას გეგმავს, რომლებიც საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან. როგორც კომპანიაში აცხადებენ საკმაოდ აქტუალური და მუსიკალური წელი გველის.  Black Pearl Live  მიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...