0 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

" ბრალდებული ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც მან გამოიყენა მხოლოდ ერთხელ"

    პოლიციისთვის საკუთარი ნებით ჩაბარებული არასრულწლოვანის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა. 

ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ ბრალდებულთან საუბრის შემდეგ  მას გაუჩნდა ეჭვი, რომ ჭრილობები რომელიც დაზარალებულს აღენიშნება მიაყენა რამდენიმე პირმა. მისივე თქმით ბრალდებულის ოჯახი არ ითხოვს მის სრულად გამართლებას, თუმცა თუ ამ საქმეში არსებობენ სხვა დამნაშავეებიც და ისინიც უნდა დაისაჯონ სათანადოდ.     

„პირველად შევხვდი ახლა ბრალდებულს. გავესაუბრე მას. მომიყვა თუ რა მოხდა ზოგადად. ბრალდებული ამბობს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა დანა, რომელიც მან გამოიყენა მხოლოდ ერთხელ. შესაბამისად თუ დავუჯერებთ მის ჩვენებას ჩანს,  რომ სხვა დაზიანებები, რომელიც დაზარალებულს  აქვთ მიყენებული სავარაუდოდ  მიაყენეს უკვე მოგვიანებით სხვა პირებმა.    

ძალიან მნიშვნელოვანია თუ რას გვეტყვის ექსპერტიზის დასკვნა, თუ რას გვეტყვიან ექსპერტები, რომლებიც დაიკითხებიან, ჩემი ვარაუდით ეს დაზიანებები არ უნდა იყოს მიყენებული ერთი ან ორი პირის მიერ. კონფლიქტთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა ვერსიები და ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაცია მოგაწვდით მას შემდეგ, რაც გავეცნობი ყველა მოწმის ჩვენებას. ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული საქმესთან დაკავშირებით.

 ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები და იგეგმება სხვადასხვა  მოწმეების დაკითხვა. ასევე როგორც ჩემთვის ცნობილია იგეგმება იმ დაკითხული პირების თავიდან დაკითხვა, რომლებიც უკვე დაკითხულები არიან და მათი ჩვენებები დევს საქმეში. 

შესაბამისად,  მინდა განვაცხადო როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, რომ მე არ ვაპირებ ხელი დავაფარო, როგორც ადვოკატმა თუ მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული  სრულად.  ანუ თუ მას დაუდასტურდა მთლიანად ბრალდება.

მე მსურს მოვუსმინო ექსპერტებს და თუ  ექსპერტებმა თქვენს რომ იმ პირობებში შეუძლებელია დაზარალებულს მიდგომოდა  ღნიშნული სადისტური პირობები, როგორ ჭრილობებსაც მოწმეები აღწერენ და თუ დადგინდა მტკიცებულებებით, რომ ის ჭრილობები სულ სხვა პიროვნებებმა  მიაყენეს, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ვინც რეალურად მიაყენა აღნიშნული ჭრილობები დაზარალებულს.

შესაბამისად, ჩემთვის მთავარია დადგინდეს ჭეშმარიტება. საზოგადოება იმსახურებს იცოდეს სიმართლე და იმსახურებს იმას, რომ  ნათელი მოეფინოს ძალიან გახმაურებულ და ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. რა თქმა უნდა განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, რომ დაზარალებულის ოჯახი იმსახურებს სრულ სიმართლეს და მე ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ერთ პიროვნებას შევაწმინდოთ ხელი თუ მას არ დაუდასტურდა ყველა იმ ჭრილობის მიყენება რომელსაც მას ედავებიან.

რა თქმა უნდა ბრალდებულის ოჯახი არ მოითხოვს ბრალდებულის სრულად გამართლებას,“-განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...