0 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კოსმოსური ჰაკათონის გამარჯვებულები Space Expo-ს სანახავად გაემგზავრებიან

კოსმოსური ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია - ჟიურის გადაწყვეტილებით,  პირველ ადგილზე გავიდნენ პირველკურსელები სალომე თათოშვილი და დავით ხუციშვილი. სალომე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენდია, ხოლო დავითი სანდ-დიეგოს სახლემწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტზე სწავლობს.

ჰაკათონის მთავარი თემა მარსის კოლონიზაცია გახლდათ. მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეული 15 გუნდი 30 საათის განმავლობაში მუშაობდა. საკუთარი პროექტები მათ ჟიურის წინაშე პრეზენტაციის სახით წარადგინეს.  გამარჯვებული გუნდი თიბისი ბანკის მხარდაჭერით გაემგზავრება ნიდერლანდებში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, Space Expo-ს სანახავად.  მეორე და მესამე ადგილის მფლობელები კი მრავალფეროვანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ჰაკათონის ჟიურის  ნასას ასტრონავტი ქალი, ჰაიდი ფაიფერი თავმჯდომარეობდა. ის საქართველოში აშშ საელჩოს სპეციალური მოწვევით იმყოფება და ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექციებს მართავს. ჰაიდი ფაიფერს მონაწილეობა აქვს მიღებული 2 კოსმოსურ მისიაში - Atlantis და Endeavour. კოსმოსში გატარებული აქვს 27 დღეზე მეტი, ღია კოსმოსში - 33 საათი.

კოსმოსური ჰაკათონი თბილისში 1-3 დეკემბერს გაიმართა, მისი მთავარი მიზანი კოსმოსთან დაკავშირებული ახალი იდეების და მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდების წახალისება იყო. კოსმოსური ჰაკათონის ორგანიზატორები არიან  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და  არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...