0 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,პროკურატურის მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილმა დანაშაული დაფარა..."

“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება, რომელსაც ორი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. განცხადებას კუპრავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

კუპრავას ინფორმაციით, საუბარია პროკურატურის თანამშრომლის მირზა სუბელიანის შვილზე, რომელიც ბრალდებულის ნათესავია. მისივე თქმით, სუბელიანის შვილმა, დამალა ინციდენტი, დეიდაშვილსთანასკოლელები ე.წ. “რაზბორკაზე” დააბარებინა შემდეგ კი ასევე დამალა მკვლელობა.

“1) ფაქტია, რომ პროკურატურის მაღალ ჩინოსნის შვილმა დანაშაული დამალა.

2) ა. ს.- მ საკუთარ მამას პროკურატურის მაღალ ჩინოსანს მირზა სუბელიანს წინასწარი შეცნობით არ დაურეკა.  არაფერი უთხრა მანდატურს.  სკოლის ინციდენტი დამალა და ბოლოს ამ ყველაფრის სანაცვლო დაურეკა მის დანებით შეიარაღებულ დეიდაშვილს და თანასკოლელები რაზბორკაზე დააბარებინა.

3) მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა თავად მირზა სუბელიანის შვილი ა. ს. და ის თანამონაწილეა დანაშაულის.

პ.ს. ვერ გააპრავებთ, ვერა! ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი! ორი ჩამქვრალი სიცოცხლე არავის არ უნდა შერჩეს!,”-წერს ზვიად კუპრავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები