0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ცერემონია

თბილისი, 22 ნოემბერი, 2017 _ 6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონია გაიმართება, სადაც ტრადიციულად გამოვლინდება გამარჯვებულები 20 განსხვავებულ ნომინაციაში.
 საქართველოს ბანკი უკვე მეორე წელია პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია. ბანკის და პროექტის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ორი ნომინაცია: „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესისი მიმართულებით“ და  „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“. ორივე ნომინაციაში გამარჯვებულს საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს. 

“Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 270 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის არიან საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვა... თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის ბაზრის პროფესიონალებისგან შედგებოდა.

შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავსი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. წელს ორგანიზატორებმა დანერგეს სიახლე, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატის შეხვედრები ჟიურის წევრებთან სადაც განიხილებოდა შეფასების პროცესები. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად, უკვე მესამე წელია, ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვალის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდება 6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონიაზე.

დაჯილდოების ცერემონია დახურული ღონისძიებაა, რომელსაც დაესწრება 650-მდე სტუმარი: პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფო სექტორი, ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილორივი მედია.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. 

მესამე წელია პროექტის თანაორგანიზატორია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ოფიციალური მხარდამჭერი - თბილისის მერია; გენერალური სპონსორი - ალიანს ჯგუფი;

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...