საზოგადოება
"სტალინის ნეშტი საქართველოს გადავცეთ, რათა რუსეთის მილიონობით მცხოვრებმა თავისუფლად ამოისუნთქოს"
2017-11-21 13:26:31
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ კრემლის კედელთან დასაფლავებული იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა გადაიტანონ, "რათა რუსეთის მილიონობით მცხოვრებმა თავისუფლად ამოისუნთქოს".
" კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ ის, რათა მის სამშობლოში დაასაფლავონ", - აღნიშნა კადიროვმა "ინტერფაქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში
მისი თქმით, ვინაიდან საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, "ლოგიკური და სამართლიანი იქნება თუ საქართველო შესაძლებლობას მიიღებს, ის თავის ტერიტორიაზე დაასაფლავოს".
კომენტარები