მსოფლიო
ვერტმფრენიდან კანფეტების გადმოყრის შემთხვევაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა
2017-11-16 10:49:13
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს შესაძლო გადაცდომის გამო სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით განხორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა.
როგორც ცნობილია, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში, მოსწავლეებს ვერტმფრენიდან ნაკურთხი კანფეტები ჩამოუყარეს.
კომენტარები