0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კომპანია „ნატახტარმა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადვოკატობის კამპანია რეგიონებში დაიწყო

კომპანია „ნატახტარმა“ და  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ ადვოკატობის კამპანია რეგიონებში დაიწყო

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში შეხვედრა-დისკუსიები 18 ნოემბერს დასრულდება


9 ნოემბერს,  ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაციები და განხილვები რეგიონებში დაიწყო.  რეგიონულ ცენტრებში განლაგებულ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე  „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ და „ფონდი ნატახტარის“ მიერ ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს: თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთობლივად მომზადებული პროგრამა წარედგინება.


„ფონდი ნატახტარი“ 2011 წლიდან მუშაობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების მოზარდებთან, შესაბამისად, ფონდი ადგილობრივ თვითმმართველობებს ამ ნაწილში თანამშრომლობას სთავაზობს. თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შეძლებს ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების საჭიროებების შეფასებას, ინტერვენციის დაგეგმვას და მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა, კი შეიძლება გამოიხატოს მათთვის საცხოვრებლის დაქირავებაში, კომუნალური გადასახადების დაფარვასა და/ან სამგზავრო შეღავათების დაწესებაში.


9 და 10 ნოემბერს, შეხვედრა-დისკუსიები გორის, ახალციხისა და თელავის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნეს წარმომადგენლებთან მოეწყო. შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზეც. კერძოდ, პრეზენტაციასთან ერთად, მოეწყო ახალი პროგრამისა და მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარების განხილვაც.


15 ნოემბრიდან კი, ადვოკატობის კამპანია რეგიონებში  შემდეგი გრაფიკით მოეწყობა, რომელიც 18 ნოემბერს ზუგდიდში დასრულდება.

 

თარიღი

საათი

ქალაქი

15 ნოემბერი

16:00-17:00

რუსთავი

16 ნოემბერი

12:00-13:00

ქუთაისი

16:00-17:00

ოზურგეთი

17 ნოემბერი

11:00-13:00

ბათუმი

18 ნოემბერი

11:00-13:00

ზუგდიდი

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...