0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი რაგბის სერიები იწყება

თიბისი ბანკის სივრცეში  საქართველოს რაგბის კავშირისა და თიბისი ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. 

 

ნოემბრის ტესტები წელს თიბისი ბანკის ეგიდით იმართება და 2017 წლის საერთაშორისო ტესტ-სერიას ‘თიბისი რაგბის სერიები’ ერქმევა, რომლის ფარგლებშიც თბილისში ორი მატჩი გაიმართება.

 

11 ნოემბერს ბორჯღალოსნები კანადის წინააღმდეგ ‘დინამო არენაზე’ 18:00 სთ-ზე  ითამაშებენ. სეზონის ბოლო მატჩს კი ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე 18:00 სთ-ზე გაიმართება.

 

ნოემბერში ბორჯღალოსნები კიდევ ერთ გასვლით მატჩს 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გეგმავენ, თუმცა ეს მატჩი ‘თიბისი რაგბის სერიები’-ის ნაწილი არ არის.

 

ტესტ-სერიის ბილეთების გაყიდვა 25 ოქტომბერს ონლიან რეჟიმში tkt.ge-ს პლატფორმაზე დაიწყება. სალაროებში კი გულშემატკივარი ბილეთების შეძენას სამატჩო დღეებამდე 1 კვირით ადრე შეძლებენ.

 

#რაგბიჩვენითამაშია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები