საზოგადოება
"დაფიქსირდა ხმის მიცემის შემთხვევა უკვე მარკირებით" - ეკა გიგაური
2017-10-21 13:29:03
„ჩვენ დავაფიქსირეთ ერთი შემთხვევა ხმის მიცემის უკვე მარკირებით, იმ პირს, რომელმაც მისცა ხმა, მას უკვე ჰქონდა გავლილი მარკირება,“ - ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ბრიფინგზე გააკეთა.
„ჩვენ დავაფიქსირეთ მუქარა ჩვენს დამკვირვებელზე, ასეთი იყო ერთი ფაქტი, სამგორის მე-6 საარჩევნო ოლქის 64-ე უბანზე, სადაც ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჩვენს დამკვირვებელს, ეს მოხდა უბნის გარეთ. ასევე, ჩვენი დამკვირვებელი ორ შემთხვევაში არ შეუშვეს თავიდანვე უბანზე, ეს იყო სამგორში 85-ე და 43-ე უბანზე
მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრმა არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, მას მაინც მიენიჭა ფუნქცია, რაც ასევე ვფიქრობთ, რომ იყო დარღვევა, ეს მოხდა დიდუბის საარჩევნო ოლქში, პირველ უბანზე,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
კომენტარები