0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხმაური იუსტიციის საბჭოზე - ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საბჭოს წევრებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს

  იუსტიციის საბჭოს სხდომის დაწყება, სადაც 38 მოსამართლის უვადოდ გამწესების საკითხი უნდა განიხილონ, ჭიანურდება. სხდომა 11:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. ცოტა ხსნის წინ გამართული თათბირიდან გამოსვლის შემდეგ იუსტიციის უმალესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, საბჭოს წევრები ზეწოლაში დაადანაშაულა. 

ჯანეზაშვილის თქმით, მან 38 მოსამართლიდან, რომელთაც უვადო გამწესებაზე განცხადებები აქვთ წარდგენილი, უმეტესობას უარყოფითი შეფასება მისცა, რასაც საბჭოს წევრების უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. მისივე განცხადებით, მის მიმართ გამოყენებული იქნა უცენზურო და არაეთიკური გამონათქვამები. 

ჯანეზაშვილი უვადო გამწესებაზე წარდგენილი მოსამართლეების ნაწილს არაკეთილსინდისიერს უწოდებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში 38 მოსამართლის საკითხის გადაწყვეტაა. კენჭისყრაზე 3 წლიანი ვადით დანიშნული ის იურისტები გადიან, ვინც საბჭოს განცხადებით მიმართა. მათ შორის არიან თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, ვასილ მშვენიერაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და ირაკლი შენგელია.

ლევან მურუსიძეს უვადოდ გამწესებაზე განცხადება არ შეუტანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები