0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს ბანკის დაფინანსებით “ჯი-თი ჯგუფმა“ თბილისში ფორდის სატვირთო ავტომობილების, FORD Cargo Service Center - ი ცენტრი გაიხსნა

თბილისი, 20 ოქტომბერი, 2017 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა განაცხადა თბილისში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ ცენტრის გახსნის შესახებ. აღნიშნული ცენტრი ბანკმა 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსით დააფინანსა. პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის პროგრამის (DCFTA) ფარგლებში. 

დაფინანსების შედეგად “ჯი-თი გრუპის“ მიერ თბილისში აშენდა  ფორდის სატვირთო ავტომობილების სრულიად ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავტომობილო ცენტრი. „ჯითი გრუპი“ საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს შემდეგ ბიზნეს მიმართულებებს: სატვირთო, მუნიციპალური, სპეციალური, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია და სერვისი, სათადარიგო ნაწილების, საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების რეალიზაცია. „ჯითი გრუპი“ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელია, საავტომობილო და მძიმე ტექნიკის ისეთი ბრენდების როგორიც არის: Ford Trucks, New Holland, IVECO,  ISUZU, KUHN, Castrol და სხვა საერთაშორისო ბრენდები. 

“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების დაფინანსება. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას სწორედ დაფინანსების კუთხით, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია,  როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს მას კიდევ უფრო გაფართოვდეს, შექმნას მეტი პროდუქტი და გაზარდოს სამუშაო ადგილები, ყოველივე ეს კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამის ნათელი მაგალითია “ჯი-თი ჯგუფის“ მიერ აშენებული სრულიად ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი FORD Cargo Service Center, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, კორპორატიული მიმართულებით, ვასილ ხოდელმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...